Comments
8 years ago
ყინვა გამეფებულასამყაროში მალულად,თბილისური თითებიწერენ გულს დაფარულად.ძალა გადარჩენისთვისერთი ნაპერწკალია,ერთი კოცნით მომხდარითავგადასავალია.ზოგი მითი რეალურსროგორ დამსგავსებია,საცალფეხოდ ხიდი გვაქვს,ფართო მხოლოდ გზებია.ინტერესით მოვკვდები,იმის იქით რა ხდება,ნუთუ მართლა იწყება,ნუთუ მართლა მთავრდება.ჯოჯოხეთის ამალაეშმაკი რომ თაოსნობს,ციდან საცდურს გვესვრიან,ყველა ჩვენზე ნაოსნობს.ანკესს ცოდვებს ამაბენ,ფოჩებიან კამფეტში,აი ასე ვცდუნდებით,უჩერებელ ამბებში.რაა ნეტავ ცხოვრება,ბატონი თუ მონაა?იცი?… ბედნიერება,არჩევანის ქონაა.მონდომებაც ბევრია,მელოდიურ გამებშიტიტანიუმს გაადნობს,აფეთქება წამებში.სილამაზის თვალები,იასამნის სურნელით,ვერა, ვერ გადავრჩებითუ ვარ ყოვლის მსურველი.მინდა… მინდა სიცოცხლე,აზრები ხომ ომია,პოეტური ფრაზები,სადღაც გამიგონია,რომ ცხოვრება მძიმეა,რომ ცხოვრება ლოდია,ცაში მაინც ანათებს,ფიქრების მელოდია.მე რომ ხატვა შემეძლოსფუნჯებს კონად შევყრიდი,შევხედავდი სამყაროსილუზიას შევქმნიდი,სითბოს ფერში სიკეთისთბილი სიტყვის გამოთქმის,თვალდახუჭულ ფიქრში ხელსდავხატავდი გამოწვდილს.ავურევდი მზის სხივებს,მელოდიის დინებასდავხატავდი იმ ღიმილსგული რომ იღიმება.ჩვენ ადამიანებისშეგვრჩენია იერი,დავხატავდი მშიერს რომლუკმას უყოფს მშიერი.დავხატავდი სიცივეს,აღარ მინდა…. ატაროს,მე სხეულით გავათბობ,დედამიწის…. სამყაროს.სადაც ბრძოლა წამიყვანს,ვიცი მეც იქ მოვხვდები,სიყვარულით ვიცხოვრებ,არასოდეს მოვკვდები…დავხატავდი რომ მინდაკვამლმა ცეცხლი აბოლოსსუნთქვას მივცემ დასაწყისსდასაწყისში და ბოლოს………დავხატავდი ღვთის თვალებსმაშინ როცა აუწყეს,რომ ცოდვილმა შვილებმაცდუნებებს რომ გაუძლეს.სიხარულით თვალებზეცრემლი გადმომივიდა,ხელებს ვშლი და ვყვირივარ,ღმერთო…. გამოგივიდა !სიყვარული დიდიადავა არ ღირს ამაზე,ნებისყოფით ვაჯობებთეშმაკს ამ ქვეყანაზემომაშველეთ ფანქრები,ვხატო, ვხატო გრძნობებითყველა ფიქრთან მე მივალ,თქვენ არ დაგელოდებით.ითამაშოს ცდუნებამ,ძლიერი ვარ ამჯერად,ვერაფერსაც ვერ ვხედავარაფრისაც არ მჯერა.რადგან ხარობს სიკეთე,ამ ქვეყნიურ მდევრებში,სიტკბო მაინც აჯობებს…ყინვას ყურძნის მტევნებში !